“როგორ მტკივა გული, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. ბევრი წელია, რამდენ შეჯიბრზეც კი ვიყავით ერთად, წონას რომ იკლებდა და საჭმელს ვერ ჭამდა, სტრესი ჰქონდა და სულ ჩემთან იჯდა ოთახში. ფრჩხილებს ისე იჭამდა, სულ ვეხუმრებოდი, ნუგო, მოდი ჩემი შეჭამე მეთქი. სულ ვგრძნობდი, სად მოიგებდა და სად ბრინჯაოს აიღებდა, წინასწარ ვეუბნებოდი ხოლმე, სულ ვამასხარავებდი“ – წერს გარდაცვლილის მეგობარი და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც განსაკუთრებული ისტორია აქვს:
“ოსლოშია ეს ფოტოები გადაღებული, როგორც კი თაიგული მისცეს, ეგრევე მომირბენინა…
“ჩცდ“ – ში რომ ლუნა ქმარს დაჰკიოდა – ნუგოო, ეგრე ვეძახდი ხოლმე ტრიბუნიდან. ეს მაისურიც მე გავუკეთე, მისი პირველი მსოფლიოს ოქრო და დიდებული კადრი. მთელი ხობი ურეკავდა ხოლმე, რომ მოიგებდა, მეგრულად ლაპარაკობდა მთელი საათი, ტვინი ნუ ამაძრე მეთქი, სულ ვეხუმრებოდი. ტელეფონში – აზიზლის ბულკი, ასე მიწერია. სულ მინდოდა მისთვის მოეგო და დავცინოდი ხოლმე, “აზიზლის ბულკი“ ხარ მეთქი.
შარშან მძიმე დაავადების მერე, დედა დაეღუპა, დედის გასვენების დღეს მამას ინსულტი დაემართა და მალე მამაც დაეღუპა, მარტო დარჩა. ზუსტად ვიცი, რამდენი აქვთ გაკეთებული ბიჭებს მისთვის, მის პირად და ნაკრების მწვრთნელს. ბიჭებს, ყველას. ვიცი ეს და სინანული არ მიპყრობს, რომ ვინმემ ის მიატოვა. მართლა ყველაფერს აკეთებდნენ. შეკრებაზე უნდა ჩასულიყო დღეს. ელოდებოდნენ… არ ვიცი, ნუგო, რა გადაგიტრიალდა თავში დღეს, მაგრამ მომენატრები. გული გამიტეხე“ – წერს მაგდა კლდიაშვილი.
გუშინ, 3 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი 2019 წელს გახდა, როდესაც ყაზახეთში გამართული ჩემპიონატის ფინალში ყაზახი სპორტსმენი, შორლან ჟაკანშა დაამარცხა.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის გარდა იყო საქართველოს ჩემპიონი, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი.