ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნის შედეგად ტურისტი დაიღუპა.
როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს ძლიერი ქარის შედეგად პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტები, ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ.
დაშავებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, ხოლო ქალი ადგილზე დაიღუპა.
როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში “ინტერპრესნიუს” განუცხადეს, დაშავებული მამაკაცი კონტაქტურია. ექიმების თქმით, პაციენტს ამ დროისთვის, სამედიცინო კვლევები უტარდება.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.
წყარო : “ინტერპრესნიუსი”