ბათუმში დაიღუპა 2 წლამდე ბავშვი, რომელიც მეექვსე სართულიდან გადავარდა. შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, სადაც განმარტეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით მიმდინარეობს.