შეკითხვაზე – “გყავთ ან გყოლიათ ისეთი ადამიანი, რომ გეფიქრათ: ნეტა არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, ნეტა არ გამეცნო?“ – ნინო სუხიშვილმა გულახდილად უპასუხა.
– კი არის, ჩემი პირველი მეუღლე. ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო და არც ისე დიდი პერიოდით, რომ მე თვითონ დავიწყებული მაქვს. ძალიან ადრე იყო, “სხვა ცხოვრებაში“ და ისეთი დამოკიდებულება მაქვს, რომ თითქოს ეს სხვისი ცხოვრება იყო. თითქოს სხვა პლანეტაზე მოხდა ეს ყველაფერი და ჩემს თავს არ ხდებოდა. აღარც მინდა გახსენება. ძალიან ბევრმა არც იცის ეს ეტაპი ჩემი ბიოგრაფიიდან.
საზოგადოება კარგად იცნობდა “სუხიშვილების“ ხელმძღვანელის მეორე მეუღლეს, ზურა ლეჟავას. ის 2023 წელს გადაიცვალა.
ნინო და ზურა ერთმანეთს ბაშვობიდან იცნობდნენ, მრავალი წლის შემდგომ ისინი ამერიკაში კონცერტზე შეხვდნენ ერთმანეთს და ასე დაიწყო ყველაფერი.