• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, მაისი 18, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home კულტურა
მე დღემდე ძიების პროცესში ვარ, რადგან ხელოვნებას არ აქვს საზღვრები – ლალი დანილუკი

მე დღემდე ძიების პროცესში ვარ, რადგან ხელოვნებას არ აქვს საზღვრები – ლალი დანილუკი

2014/01/08
in კულტურა
2 0
2
SHARES
24
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კულტურა ეს საძირკველია, რომელიც დღევანდელ ეპოქამდე მტკიცდება, მაგრდება და შემდეგ ამ საძირკველზე შენდება მსოფლიოს სახელმწიფოები. სახელმწიფოებს გამოარჩევს კულტურა, ისევე როგორც შენობას საძირკვლის სიმდგრადე. საქართველოში მრავალი ხელოვანი ცხოვრობს, რომლებიც თანამედროვე ეპოქის საძირკველს ამაგრებენ, მაგრამ მათი დაფასება და წარმოჩინება ხშირად ავიწყდებათ. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ნიჭიერების, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა გაცნობაა, რომლებიც ცხოვრობენ აწმყოში და ქმნიან მომავალს, რომლის სრულყოფაც სწორედ მათზეა დამოკიდებული, რადგან ისინი ქმნიან ხელოვნებას, მაშასადამე კულტურას. ამ მხრივ მხატვრები მეტად დაუფასებლები არიან და მოკლებულნი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ყურადღებას.,,თბილისი თაიმსი“ აგრძელებს ფართო საზოგადოებისთვის ხელოვანთა წარდგენას. ამჯერად კი ჩვენ გთავაზობთ ძალიან ნიჭიერ და გამორჩეულ ხელოვანს, მხატვარს ლალი დანილუკს.

 1525193_780519051975189_1169951019_nმოგვიყევით თქვენს შესახებ, როდის აღმოაჩინეთ თქვენი ნიჭი და რა ასაკში დაიწყეთ ხატვა ?

 დავიბადე ქალაქ ბათუმში 1979 წელს. ჩემში ხატვის ნიჭი აღმოაჩინა ბაღის პედაგოგმა. შემდეგ მან უამბო ამის შესახებ დედაჩემს, რომ მიეხედათ ჩემთვის, რადგან საკმაოდ კარგად ვხატავდი, თუმცა მე დიდად არ ვიყავი დაინტერესებული ხატვით და სხვა ბავშვური გატაცებები მქონდა. მაგრამ 10 წლის ასაკში მაინც ჩავაბარე სამხატვრო სკოლაში. მოტყუებით მიმიყვანეს გამოცდაზე და გავჯიუტდი, მაგრამ მაინც დავხატე და მაღალი ქულის მიღებით მომეცა სტიმული, რომ გამეგრძელებინა ხატვა. შემდეგ სამხატვრო სკოლის დამთავრებას მოჰყვა სამხატვრო სასწავლებელი და ხელოვნების ინსტიტუტი.

 თქვენი გვარი – დანილუკი, ფსევდონიმია? საიდან მოდის?

 არა დანილუკი არ არის ფსევდონიმი,  ეს ჩემი გვარია ეროვნებით უკრაინელი ვარ.

 1532100_781600448533716_2089036756_nრომელ ჟარნრში მუშაობთ?

 მე დღემდე ძიების პროცესში ვარ, რადგან ხელოვნებას არ აქვს საზღვრები. ხოლო რაც შეეხება ჩემს სტილს ის რამდენიმე მიმართულებას შეიცავს და მაინც იკვრება ეგზისტენციალიზმში, რაც არსებობის ფილოსოფიას ნიშნავს.

 ამჟამად რა ნამუშევარზე მუშაობთ ?

 ამ ეტაპზე რამდენიმე ნამუშევარზე ვმუშაობ, რადგან ჩემთვის მეტად კომფორტულია ჩემი გონება იყოს ინფორმაციულად დატვირთული და ძიების პროცესში, პოულობდეს გამოსავალს ან ჩიხს სიუჟეტზე, რომლის განვითარება საჭიროებს განწყობას.

 რამდენი გამოფენა გაქვთ ჩატარებული და სად?

 სამი პერსონალური გამოფენა მქონდა 2005 და 2010 წლებში ქალაქ თბილისში და 2007 წელს ქალაქ ბათუმში. აგრეთვე მივიღე მონაწილეობა, რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.

 ხატვის გარდა რა საქმიანობით ხართ დაკავებული?

 ამ ეტაპზე დაკავებული ვარ მხოლოდ ხატვით და გამოფენისათვის მზადებით.

 1560494_780522795308148_6806183_nრა ინდივიდუალური ნიშნით გამოირჩევა თქვენი ნახატები?

 გამოირჩევა რასაკვირველია ფერით. სწორედ ესაა განწყობის და გულწრფელობის მანიშნებელი ჩემს შემოქმედებაში. ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ნახატებში.

 სულ რამდენი ნამუშევარი გაქვთ შექმნილი? და მათგან რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი?

 ზუსტად არ ვიცი რამდენი ნამუშევარი შემიქმნია. არ დამითვლია ის ხომ ინდივიდუალურია და დასრულების შემდეგ ცალკე ორგანიზმია. მე მხოლოდ შექმნის პროცესში ვარ მათთან ახლოს, შემდეგ მათ თავისი ისტორია აქვთ და თავის სივრცის ძიებაშია. თუმცა არის ერთი ნამუშევარი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მასზე არის ასახული ჩემი განწყობა, სევდა იმ პერიოდის რომელშიც დაბრუნება არასოდეს არ მინდა და არც არასდროს დავბრუნდები.

 ვინ არის თქვენთვის იდეალი მხატვრობაში? რატომ?

 მიქელანჯელო არის ჩემი იდეალი. მასში ხელოვნებამ მიაღწია იდეალურ განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვანისათვის.

1493280_780522241974870_809726396_n როგორ ახდენთ თქვენი ნახატების რეალიზაციას ან სად არის შესაძლებელი მათი ნახვა და შეძენა?

 ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ჩემს პირად ვებ-საიტზე და აგრეთვე სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ გვერდზე, ამასთანავე სახელოსნოში. ყოველთვის ვცდილობ პირადად ვიცნობდე ადამიანებს, ვინც ყიდულობენ ჩემს ნამუშევრებს, უმეტესად კი უცხოელები ყიდულობენ.

 როგორ დაიმკვიდრეთ თავი მხატვრობაში? თუ გაქვთ რაიმე განსაკუთრებული გზა რასაც მიყვებით?

 მე ვაკეთებ იმას რასაც უნდა ვაკეთებდე და ვცდილობ ხელოვნებაში ვიყო გულწრფელი.

1517430_780522711974823_631487246_n როდის გეგმავთ გამოფენას ან საზღვარგარეთ ხომ არ აპირებთ საქმიანობის გაგრძელებას?

 გამოფენას ვგეგმავ ზაფხულში, რაზეც უკვე ვმუშაობ. სამომავლო გეგმები რა თქმა უნდა არის კავშირში საზღვარსგარეთ სწავლის და მუშაობის გაგრძელებასთან, მაგრამ ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვოთ.

 რა რჩევას მისცემდით დამწყებ მხატვარებს? არის თუ არა საქართველოში ისეთი გარემო, რომ ახალგაზრდა ან დამწყებმა მხატვრებმა რეალიზაცია მარტივად შეძლონ?

 მე, როგორ მივცე რჩევა ხელოვანებს, თავად ვარ დამწყები ხელოვანი, უბრალოდ ვეტყვი, რომ აკეთონ ის რასაც გრძნობენ და იარონ იმ გზით, რომელიც მათთვის მართებულია. აგრეთვე ბევრი ინფორმაცია მიიღონ ხელოვნების შესახებ. საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს ბაზარი, ამიტომ წარმოუდგენელია აქ ნამუშევრების რეალიზაცია.

379762_780522855308142_1222624292_n როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს სახელმწიფომ ხელოვნების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის?

 ჯერ უნდა გაახსენდეთ, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ხელოვნება და უნიჭიერესი ხელოვანები და არა ფსევდო, უნიჭო შარლატანები. მხოლოდ შემდეგ იქნება მსჯელობა ხელოვნების განვითარებისათვის.

 და ბოლოს, თქვენი პიროვნებიდან გამომდინარე, ჩამოგვითვალეთ 10 ღირებულება და ფასეულობა, რომლებიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

 ესაა პატიოსნება, შინაგანი კულტურა, ინდივიდუალიზმი, გულწრფელობა, თავშეკავებულობა, სიკეთე, პასუხისმგებლობა, სიყვარული, თავგანწირვა, მეგობრობა.

 07.01.14

გიორგი ჩუბინიძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

„თბილისის ცის ქვეშ“ – თბილისში შეირჩევა ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას კონცერტები გაიმართება
ახალი ამბები

„თბილისის ცის ქვეშ“ – თბილისში შეირჩევა ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას კონცერტები გაიმართება

2022/04/19
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

2022/01/14
18 წლის შემდეგ „მეოამბოხე სულები“ ეკრანს უბრუნდება
ახალი ამბები

18 წლის შემდეგ „მეოამბოხე სულები“ ეკრანს უბრუნდება

2022/01/12
Next Post
ქართველებმა თურქები დაამარცხეს

ქართველებმა თურქები დაამარცხეს

რუსული ფული ყველას რუსი ხალხის გარდა

რუსული ფული ყველას რუსი ხალხის გარდა

ისრაელი პალესტინისგან 1 მილიარდ 200 მილიონ დოლარს მიიღებს

ისრაელი პალესტინისგან 1 მილიარდ 200 მილიონ დოლარს მიიღებს

Discussion about this post

ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ
ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ

2022/05/18
0

ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე წუთის წინ რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. სავარაუდოდ, MI 8 ტიპის ვერტმფრენი, ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის კამერა...

სრულად
ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა – გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 

ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა – გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 

2022/05/18
“ბირთვული ომი დაუშვებელია, რადგან ჩვენი დედამიწა შესაძლოა ორბიტას მოწყდეს და სად გავფრინდებით არავინ იცის” – ლუკაშენკო 

რუსეთი ნატოს მარტო არ უნდა ებრძოლოს – ლუკაშენკო  

2022/05/18
„დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის,“ – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე 

„დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის,“ – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე 

2022/05/17
არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე

2022/05/17
მეუფე შიო – ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან 

მეუფე შიო – ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან 

2022/05/17
„მეთამაშეს“ მიზანია პოზიტიური განწყობა და პატარების გაბედნიერება“

„მეთამაშეს“ მიზანია პოზიტიური განწყობა და პატარების გაბედნიერება“

2022/05/17

საინტერესო

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

7 წელი ago
საკრებულოს დეპუტატებმა ტრაგედიის ადგილი ყვავილებითა და სანთლებით შეამკეს

საკრებულოს დეპუტატებმა ტრაგედიის ადგილი ყვავილებითა და სანთლებით შეამკეს

7 წელი ago
კარლ ჰარცელი: საქართველოს ისტორიაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ასეთი ღია არასდროს ყოფილა

კარლ ჰარცელი მიჩნევს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაპირების შეუსრულებლობა არჩევნების წინ პოლარიზაციის რისკს გაზრდის

3 წელი ago
ეს 6 შეცდომა სალათას ძალიან კალორიულად აქცევს

ეს 6 შეცდომა სალათას ძალიან კალორიულად აქცევს

6 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ 2022/05/18
  • ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა – გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს  2022/05/18
  • რუსეთი ნატოს მარტო არ უნდა ებრძოლოს – ლუკაშენკო   2022/05/18

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In