ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ქორწინდება. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ სთხოვა “არაბამ” თავის რჩეულს ხელი.
მართალია, გიორგი არაბიძე ამ სეზონში ნაკრებში ვერ მოხვდა, მაგრამ ის ერთ-ერთია, რომელიც ქართული სპორტის ქომაგებს განსაკუთრებულად უყვართ და გულშემატკივრობენ.
26 წლის ნახევარმცველი აქამდე დაოჯახებული არ ყოფილა. გუშინ რესტორან “შუაგულში” თავის რჩეულს, თათა ხუცურაულს ხელი სთხოვა. კადრებიდან ჩანს, რომ ფეხბურთელის რჩეული ამ ნაბიჯს არ ელოდა, თუმცა საყვარელ მამაკაცს ცოლობაზე დასთანხმდა.