ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლეობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
დანაშაული ცივი იარაღით არის ჩადენილი. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
ძმებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, შემდეგ კი ერთმა მეორეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.