თიანეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული გოჩა წიკლაური სახლში დაბრუნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის კაცი სახლში უვნებელი დღეს დილით დაბრუნდა.
გოჩა წიკლაური სახლიდან, სოფელ თრანშიდან ტყეში სოკოს საკრეფად, გუშინ დაახლოებით დილის 10:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ ეძებდნენ.