იტალიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ქართველი. ინფორმაცია გუშინ ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა 1 აგვისტოს მოხდა.
“ერთ-ერთ ავტომობილში, ეროვნებით ქართველი ქალი და მამაკაცი ისხდნენ, მეორეში კი იტალიის მოქალაქე მამაკაცი. ორი ადამიანი ადგილზე, შეჯახების დროს დაიღუპა, მესამე კი სამაშველო ჯგუფის მისვლიდან მცირე დროში” – წერს იტალიური მედია
გარდაცვლილი ქალი მაკა შალამბერიძეა. არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში დასაბრუნებლად აეროპორტში მიდიოდა, რა დროსაც ტრაგედია მოხდა. გააგრძელეთ კითხვა