„ქულა რომ დავინახე, ისე დავიყვირე, მეზობელს ყური გავუხეთქე“ – ამის შესახებ „პალიტრა ვიდეოსთან“ გიორგი ზარქუა ამბობს.
17 წლის გიორგი ზარქუა, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა, იმ ემოციებს იხსენებს, რაც ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, შედეგების გაცნობის დროს განიცადა.
მან ყველა საგანში მაქსიმალური შეფასება მიიღო, მან ეროვნული გამოცდები სპეციალიზებულ პირობებში ჩააბარა.
ცნობისთვის, გიორგი სწავლის გაგრძელებას თსუ-ში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე აპირებს.