უნიჭიერესი მომღერალი, ბარბარა სამხარაძე მუსიკალური ანალიტიკის ვებგვერდმა VIBERATI.COM საქართველოში Youtube და Instagram პლატფორმებზე ნომერ პირველ R&B (არენბი) ჟანრის შემსრულებლად დაასახელა სიმღერისთვის „ოკეანის ნაპირი“. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მომღერალი უზიარებს საკუთარ გულშემატკივართა არმიას.
„რამოდენიმე დღის წინ მივიღე მეილი, მუსიკალური ანალიტიკის ერთ-ერთი საიტიდან, სადაც ასეთი სასიხარულო ინფორმაცია მაცნობეს 🎈
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს!“, – წერს მომღერალი.
აღსანიშნავია, რომ ბარბარე სამხარაძე საკუთარ მსმენელს ახალი კომპოზიციებით ხშირად ანებივრებს.
რამდენიმე საავტორო სიმღერის გამოცემის შემდეგ, ბარბარა სამხარაძე ახალ კომპოზიციას აანონსებს.