21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძე მოსამართლე გიორგი გელაშვილს მოუწოდა, განაჩენის გამოტანისას ცინდელიანის პიროვნულ მახასიათებლებზე იმსჯელოს.
პროკურორმა დასკვნით სიტყვაში, რომელსაც სასამართლოში მკვლელობის ამსახველი ფოტოსურათების ფონზე წარმოთქვამდა.
“უმძიმესი დანაშაულია ჩადენილი, ადამიანი, რომელსაც ახლა უნდა ეცხოვრა, სიცოცხლე მოუსპო, სიკვდილიც არის და სიკვდილიც, ადამიანი ტანჯვით მოკლა, ხომ არ ვიცით, 59 ჭრილობა რომ მიაყენა, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ჯავახიშვილი, ამდენი ჭრილობით მიატოვა და და წავიდა.
ჯერი თქვენზეა ბატონო მოსამართლევ, მაგრამ თქვენი სასჯელი უნდა იყოს მკაფიო, ამ პროცესზე კი არა, საზოგადოებისთვის, რომ მსგავსი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი უმკაცრესი იქნება.
თქვენი გადაწყვეტილება სამართლიანი უნდა იყოს ოჯახისთვის. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, წარმოუდგენელია დედას, მამას და დედმამიშვილებს რამით ვუთანაგრძნოთ, მაგრამ, მაშინ, როცა მას ეცოდინება, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე თქვენ სათანადოდ გაეცით პასუხი, ეს არის ის მნიშვნელოვანი გარანტი, რასაც როგორც სახელმწიფო დროშა, ისე გერბი განიჭებთ.
იმედი მაქვს, კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს სასჯელს, უვადო თავისუფლების აღკვეთას მიუსჯით”, – ამ სიტყვებით მიმართა ლევან ვეფხვაძემ მოსამართლეს.