კალიფორნიელი მამაკაცი 18 წლის განმავლობაში შეცდომით მეზობლის კომუნალურ გადასახადებს იხდიდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კენ უილსონის თქმით, სიტუაციის გარკვევა მას შემდეგ სცადა, რაც კომუნალურმა გადასახადებმა საგრძნობლად მოიმატა.
„მეგონა, ვიღაც ჩემს ელექტროენერგიას იპარავდა”,- ამბობს ის.
თუმცა, საქმე სულ სხვაგვარად იყო. როგორც კენ უილსონმა გაარკვია კომპანია მას შეცდომით მეზობლის გადასახადებს ახდევინებდა.