მოდელისა და მსახიობის კესარია აბრამიძის სამოქალაქო პანაშვიდი ალექსანდრე საშა იოსელიანის N96-ში გაიმართება – ჯიქიას სახელობის სასაფლაოს მდებარე დარბაზში.
ახლობლების ცნობით, უკანასკნელ გზაზე კვირას, 22 სექტემბერს, 14:00 სააღზე გააცილებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამით მიმდინარეობდა. გამთენიისას კი ცნობილი გახდა, რომ მკვლელი დააკავეს.