2013 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დანაშაულმა ქვეყნის მასშტაბით 25,7%-ით იკლო
შინაგან საქმეთა სამინისტრო გასული 2013 სრული კალენდარული წლის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
მონაცემები კრიმინოგენულ მდგომარეობას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, რეგიონების მიხედვით ასახავს. 2013 წელს, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დანაშაულის 10036 ერთეულით კლება დაფიქსირდა, რაც 25,7%-ს შეადგენს. გახსნის მაჩვენებელმა 40,9%-ით მოიმატა და 59,9%-ს შეადგენს.
შსს ასევე აქვეყნებს დეკემბრის თვის სტატისტიკურ მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით და რეგიონების მიხედვით. 2013 წლის დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 1470 ერთეულით იკლო, რაც 36,9%-ია, ხოლო გახსნის მაჩვენებელმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27,4%-ით მოიმატა და 50,2%-ს შეადგენს.
09.01.14