საქართველოს მთავრობა ხვალ 2014 წლის პირველ სხდომას გამართავს. მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის სხდომა კანცელარიაში 10:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაუძღვება. განსახილველი საკითხების რაოდენობა დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
09.01.14