ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური, “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან ერთად, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიების მსვლელობას შეუერთდა.
“მე მხარს ვუჭერ ჩემს სამშობლო საქართველოს და ვისაც უნდა, რომ სამშობლოს გვერდით იყოს, ვისაც უნდა, რომ შეინარჩუნოს ტრადიციები, რწმენა, რაც ყველაზე მთავარია ჩემთვის, უნდა იყოს ქართველი ხალხის გვერდით,” – აღნიშნა ლაშა ბექაურმა.