საზოგადოებას ატყუებენ, რომ თბილისი წააგო „ქართულმა ოცნებამო“. არადა 263 128 თბილისელმა გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“. აქვე შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 218 015 თბილისელმა დაუჭირა მხარი მმართველ პარტიას, ანუ წელს 45 113-ით მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მან ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თბილისელებს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.
თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანზე „ქართულმა ოცნებამ“, სხვა პარტიებთან შედარებით, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
საზოგადოებას ატყუებენ, რომ თბილისი წააგო „ქართულმა ოცნებამო“. არადა 263 128 თბილისელმა გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“. აქვე შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 218 015 თბილისელმა დაუჭირა მხარი მმართველ პარტიას, ანუ წელს 45 113-ით მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა. მადლობას გიხდით თბილისელ ამომრჩეველს და გპირდებით, რომ გავუფრთხილდებით თქვენს ნდობას, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ ამ ქალაქისა და ქვეყნის შენებას.
ვერანაირი ბოროტი ძალა და რადიკალიზმი ვერ შეაჩერებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას“, – აღნიშნა კალაძემ.