პოლონეთში, რამდენიმე რეგიონში ერთდროულად, ჰელოუნის დღესასწაულზე ბავშვებს კანფეტებს ურიგებდნენ, რომლებშიც სხვადასხვა ბასრი საგნები იყო ჩადებული, მათ შორის, ლურსმნები და სამართებლები. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პირველი შემთხვევა ქალაქ ლიპკი უელკე-ში დაფიქსირდა, შემტევის შესახებ მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ მისმა შვილმა ტკბილეულის ჭამის დროს კბილი დაიზიანა, რა დროსაც კანფეტებში ლურსმნები აღმოაჩინეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით პოლონეთის რამდენიმე რეგიონში დაწყებულია გამოძიება. იმ პირებს, ვინც ტკბილეულში ბასრი საგნები ჩადეს, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.