შეიქმნა ისეთი მოცემულობა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, დღეს ხდება ძიება იმის, თუ რატომ გაყალბდა და მიდის მტკიცებულებათა ძიება. ყოველდღიურად ხორციელდება ახალი საკითხების გამოკვეთა და ამ საკითხებზე მტკიცებით ფორმაში საუბარი იმის თაობაზე, რომ აი ზუსტად ეს არის ის მიგნება, რომელიც ამ დასკვნას უდევს საფუძვლად, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.
„იმისთვის, რომ დავიცვათ საარჩევნო გარემო, პატივი ვცეთ ამომრჩეველს, რომ იყოს ობიექტურად სწორი გადამოწმებული ინფორმაციით ინფორმირებული, ჩვენ ამის თაობაზე არც ერთი გავრცელებული განცხადება არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ, პასუხგაუცემელი.