მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამბობს, რომ UFC-ის ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა სურს. ხურციძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამ თემაზე საუბრობს.
ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძემ, რომელიც აშშ-ში პატიმრობაში იმყოფებოდა, “ფეისბუქის” გვერდზე რამდენიმე თვის წინ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მერაბის შესახებ საუბრობდა:
“ამბობთ, მერაბ დვალიშვილი მშენებლობაზე მუშაობდაო. ვიცი, რომ მშენებლობაზე მუშაობდა და ამით რა? მე თუ არ ვმუშაობდი, ე.ი. რეკეტიორი ვარ? ახლა მუშაობის ნებართვა არ მაქვს და კანონდარღვევად მეთვლება, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, თუ სხვანაირად მოვიპოვებ იმას, რაც უნდა მოვიპოვო, რა პრობლემაა. რინგზე რომ ვიჩხუბო, არ შეიძლება?! და მეორე თემა, თქვენც რომ იცოდეთ, პროკურატურამ და სხვებმა ეს უკვე იციან, რაც ბრალდებაში მქონდა, ხმოვანი თუ ვიდეო მტკიცებულება, მერაბ დვალიშვილი ყველგან იყო. სასამართლოში დვალიშვილის ყველა ვიდეო გამოიტანეს“, – ამბობდა ვიდეოში ხურციძე