აღარ გვყავს ჩვენი ცელქი, მოუსვენარი, სიცოცხლით სავსე და გულმართალი ბიჭი.მეხის გავარდნას გავდა შენი ამ ქვეყნიდან წასვლა მანუჩარ. წახვედი და დაგვტოვე თვალცრემლიანი სკოლა, კლასი, სოფელი.. იმედი გვქონდა რომ დაამარცხებდი ამ უკურნებელ სენს, მაგრამ უძლური აღმოჩნდი ბედისწერის წინაშე.შენ იყავი ჩვენი სკოლის მარგალიტი, ანთებული სანთელი, რომელიც ნაადრევად ჩაქრა მეექვსე კლასში, ჩაქრა და ჩაიფერფლა ჩვენი სკოლის სიხარული და მხიარულობა. თითქოს დრო გაჩერდა.. ამ მოკლე დროში ყველას შეაყვარე თავი, ვერ წარმოგვიდგენია კლასი, რომელშიც შენ არ დაგვხვდები, ყოველი გაკვეთილი შენი გახსენებით დაიწყება. ძალიან დიდი ტკივილია, რომ შენზე ამ სამწუხარო ინფორმაციას ვწერთ.ვუსამძიმრებთ სკოლას, ოჯახს, სოფელს ამ დიდ დანაკლისს.