თავისუფალი საზოგადოება – გლობალური ერთობა
ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო გლობალური ერთობის კოორდინაცია. სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ასევე საქართველოში მცხოვრები იდეის თანამოაზრე ადამიანები თავისუფალ საზოგადოებას ქმნიან. იდეა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს სამოქალაქო სექტორი და გაჯანსაღდეს საზოგადოებრივი პროცესები. როგორც ისინი ამას საუბარში აცხადებენ ქართველებისთვის ასე ნანატრი ერთობა, როგორც იქნა დაიწყო. საზოგადოების საქმიანობა იქნება მკაცრად აპოლიტიკური, სრულად გამიჯნული პარტიული და მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან.
1. ლატვიის დარბაზი: კონსტანტინე გაგნიძე (IV კურსის ბიზნესის ადმინისტრირების
სტუდენტი) –
„ჩემთვის ერთობა ეს არის, განსხვავებული აზრითა და შეხედულებებით ერთობლივი წინსვლა და შრომა საერთო მიზნის მისაღწევად. მიხარია, რომ ამ წამოწყების სათავეებში ვარ და ბევრი ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდაა ამ ქვეყანაში, რომელსაც უნდა ასპარეზზე გამოსვლა. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ სამოქალაქო სექტორს, ვემიჯნებით პოლიტიკას და პოლიტიკურ პროცესებს და ბევრ ჯანსაღ ახალგაზრდას შევუწყობთ ხელს, რომ სწორად რეალიზდეს. პირადად ჩემს მიზანს სწორედ პოლარიზებული საზოგადოების გაერთიანება წარმოადგენს და ერთობლივი ბრძოლა ჩვენი სამშობლოს წინსვლისთვის. კონკრეტული მისწრაფებაა თაობათა შორის ხიდის შექმნა და გამოცდილი ძალისა და ყურადღების მობილიზება ახალგაზრდა თაობისგაძლიერებისთვის.“
საქართველოს დარბაზი: ბაკურ პერტია (ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტი II კურსის სტუდენტი) – „ერთობა, ეს არის იმ ძალთა გაერთიანება, რომელიც ჰქმნის უკეთეს რეალობას ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე. რაც მოიაზრებს ერთმანეთში დისკუსიას, ცოდნისა და საინტერესო ინოვაციური იდეების/გეგმების გაზიარებას.
ასეთი სახის ერთობისას, სადაც თავს იყრის ყველა სასიკეთო თვისება, რეალური მუხტი შეუძლია დაძრას ჩვენი ქართველი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ (და არამარტო, ასევე გლობალურ მასშტაბებს მისწვდეს) დავიცვათ ჩვენი კულტურული/სულიერი მემკვიდრეობა, შთავაგონოთ ხალხს, რომ ერთად დგომით გაცილებით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ასეთი სახის ერთობამ უნდა შთააგონოს ხალხს – სიყვარულით, სამართლიანობითა და პოზიტიური ცვლილების სურვილით განპირობებული ინდივიდების ერთიანობა იწვევს ახალი სოციალური წესრიგის ჩამოყალიბებას. ეს ახალი წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებაზე, რომელიც წარმოადგენს სულის განვითარების უმაღლეს საფეხურს – საფეხურს, სადაც ადამიანის თავისუფლება და რაციონალურობა უფრო სრულად არის რეალიზებული.“
წყარო : prime time