ერაყი მზად არის შეამციროს გოგონებისთვის ქორწინების კანონიერი ასაკი 18-დან, 9 წლამდე, რაც საშუალებას მისცემს ნებისმიერი ასაკის მამაკაცს, დაქორწინდეს მცირეწლოვანზე.
საკანონმდებლო ცვლილება ასევე ართმევს ქალებს განქორწინების, ბავშვის მეურვეობისა და მემკვიდრეობის უფლებას.
ერაყის პარლამენტი, სადაც კონსერვატიული შიიტური მუსლიმური პარტიების კოალიცია ლიდერობს, ემზადება კენჭისყრისთვის იმ შესწორების განსახორციელებლად, რომელიც გააუქმებს ქვეყანაში „პირადი სტატუსის შესახებ კანონს“.
კანონმდებლობა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “კანონი 188”, შემოიღეს 1959 წელს და ითვალისწინებს წესების ყოვლისმომცველ კომპლექტს, რომელიც არეგულირებს ერაყში მცხოვრები ადამიანების ოჯახების საქმეებს, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა.