• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
პარასკევი, ივლისი 1, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას კანონიერ ქურდებს „გარჩევების“ ორგანიზებაში სასჯელაღსრულების  დაწესებულებების ხელმძღვანელობა ეხმარებოდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას კანონიერ ქურდებს „გარჩევების“ ორგანიზებაში სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელობა ეხმარებოდა

2014/01/10
in პოლიტიკა
1 0
1
SHARES
9
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

sasjelagsruleba“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, კანონიერ ქურდებს “გარჩევების” ორგანიზებაში სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელობა ეხმარებოდა. ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 9 იანვარს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სრულიად უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა, რომ, თითქოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მხარს უჭერს ქურდულ სამყაროს და თითქოს ციხეში კრიმინალური სამყაროს გავლენა გაიზარდა. “კანონიერი ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობის დასჯადობის შესახებ მოქმედი საკანონმდებლო ნორმა და პოლიტიკა რომ არ გადაიხედება, ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ მტკიცე პოზიცია მრავალჯერ დააფიქსირა, ეს ასევე ძალიან მკაფიოდ დაადასტურა თავად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა ასევე არაერთხელ აღნიშნა, რომ ვერავითარი წინააღმდეგობა და ინსინუაციები ამ მიდგომას ვერ შეცვლის.  რაც შეეხება, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების უსაფუძვლო და აზრს მოკლებულ განცხადებებს, გვსურს, შევახსენოთ მათ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რითაც დასტურდება წინა ხელისუფლების მჭიდრო კავშირი და თანამშრომლობა ქურდული სამყაროს ე.წ. “ავტორეტეტებთან”. აღნიშნული დოკუმენტებით მტკიცდება, რომ კრიმინალური სამყაროს ლიდერები ერთდროულად, ერთი ან რამდენიმე დღით გადაჰყავდათ დაწესებულებიდან დაწესებულებაში და მათ ერთმანეთს ახვედრებდნენ. პარალელურად, მათთან შეხვედრის მიზნით სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ასევე ერთი დღით გადმოჰყავდათ ე.წ. “მაყურებლები”. სწორედ კრიმინალური სამყაროს დახმარებით იმართებოდა სასჯელაღსრულების სისტემა და მართვის ეს მეთოდი, ძალადობასთან ერთად, მთავარ ადგილს იკავებდა პენიტენციური სისტემის მენეჯმენტში. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას, ე.წ. “ავტორიტეტების” სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ჩვენ შეგნებულად არ ვუთითებთ მათ მაიდენტიფიცირებელ არც ერთ დეტალს. მაგალითად, 2011 წლის 18 თებერვალს, N7 დაწესებულებიდან ორი ე.წ. “ავტორიტეტი” გადაიყვანეს ჯერ N18, მოგვიანებით კი N6 დაწესებულებაში, სადაც ისინი 21 თებერვლამდე გააჩერეს. 21 თებერვალს მსჯავრდებულები N6 დაწესებულებიდან კვლავ N7 დაწესებულებაში დააბრუნეს. იმავე სქემით, 2 მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს კანონიერი ქურდობის მუხლით იხდის, 2010 წლის 21 ივნისს N7 დაწესებულებიდან N6-ში გადაიყვანეს და იმავე დღეს ისევ N7 დაწესებულებაში დააბრუნეს.  ამ გადაყვანების მიზანი ერთ შემთხვევაში მოშიმშილე მსჯავრდებულების დამშვიდება და რეჟიმის აღდგენა იყო, თუმცა, შიმშილობის შეწყვეტისთვის დაწესებულებაში კიდევ სამი ე.წ. “ავტორიტეტის” შეყვანა გახდა საჭირო. მეორე შემთხვევაში რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტი და ე.წ. “მაყურებელი” შეახვედრეს ერთმანეთს, რათა ციხეები მათი გავლენის დახმარებით ემართათ. დაწესებულებიდან დაწესებულებაში მსჯავრდებულების რამდენიმედღიანი გადაყვანა, თუ გავითვალისწინებთ თარიღებისა და დაწესებულებების დამთხვევას, გულისხმობს იმას, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელობა ხელს უწყობდა კრიმინალების შეხვედრას და ე.წ. “გარჩევების” ორგანიზებას. სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობის ეს დანაშაულებრივი ქმედება ვერ იქნებოდა მხოლოდ მათ ინიციატივაზე დაფუძნებული, რომ არა უმაღლესი პოლიტიკური პირების გადაწყვეტილება”, – აღნიშნულია განცხადებაში. 10.01.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი დააკავეს 
ახალი ამბები

მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი, ილია იაშინი დააკავეს 

2022/06/28
რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით – კობახიძე
ახალი ამბები

რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით – კობახიძე

2022/06/28
ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც, ვფიქრობ, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მიუღებელია – ლევან დავითაშვილი არახამიაზე

Next Post
საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგეგმილი არ არის

ირაკლი ღარიბაშვილი: „ქურდულ სამყაროსთან მიდგომა არ გადაიხედება“

ილია მეორე: „თითოეული შვილი ცალკე აღებული საოცარი სამყაროა“

ილია მეორე: „თითოეული შვილი ცალკე აღებული საოცარი სამყაროა“

ირაკლი ღაიბაშვილის შენიშვნა მთავრობის წევრებს

Discussion about this post

ახალი ამბები

კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია 
ახალი ამბები

კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია 

2022/06/30
0

ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიტანილი იერიშის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი სავარაუდოდ დატოვეს - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობის „სამხრეთის“ გვერდზე გამოქვეყნებულ...

სრულად
სადაც ჩვენ ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს, სადაც ერთ ტანკს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს – ასე ვიბრძვით – ზელენსკი

სადაც ჩვენ ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს, სადაც ერთ ტანკს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს – ასე ვიბრძვით – ზელენსკი

2022/06/30
ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ბორის ჯონსონი

ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ბორის ჯონსონი

2022/06/30
თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთისთვის ეს იქნება მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის – გამანადგურებელი 

თუ საქართველო და მოლდოვა ომში ჩაებმებიან, რუსეთისთვის ეს იქნება მძიმე, მაგრამ ჩვენთვის და მოლდოვისთვის – გამანადგურებელი 

2022/06/30
ესპანეთის პრემიერი: ნატო პუტინს მკაფიო მესიჯს უგზავნის, რომ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ რუსული ჯარები უკრაინას არ დატოვებენ 

ესპანეთის პრემიერი: ნატო პუტინს მკაფიო მესიჯს უგზავნის, რომ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას მანამ, სანამ რუსული ჯარები უკრაინას არ დატოვებენ 

2022/06/30
შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები არ გვაქვს, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, სარკისებურად ვუპასუხოთ 

შვედეთთან და ფინეთთან ისეთი პრობლემები არ გვაქვს, როგორიც უკრაინასთან, თუმცა ამ ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით, სარკისებურად ვუპასუხოთ 

2022/06/30
მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი 

მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი 

2022/06/30

საინტერესო

“ეს იყო ჩემი პოლიტიკური პარტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება”

6 წელი ago
“ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჟურნალისტი ის არ დაეკარგოს მედიას”

“სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა სია რომ ჩავარდნილიყო, კანდიდატებს გასაუბრებამდე არავინ მიუშვებდა”

6 წელი ago

ბულგარეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ასობით დემონსტრანტი აქციას მართავს

9 წელი ago
დავით შავლიაშვილმა ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალური ნაგავსაყრელები დაათვალიერა

დავით შავლიაშვილმა ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალური ნაგავსაყრელები დაათვალიერა

8 წელი ago

კალენდარი

ივლისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« ივნ    

სიახლეები

  • კუნძული ზმეინი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია  2022/06/30
  • სადაც ჩვენ ერთ ადამიანს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს, სადაც ერთ ტანკს ვკარგავთ, რუსეთი ხუთს კარგავს – ასე ვიბრძვით – ზელენსკი 2022/06/30
  • ქართველი ხალხი ყოველდღე ცხოვრობს რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე – ბორის ჯონსონი 2022/06/30

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In