თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ცოლის დაწვა სცადა.
-
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია.
როგორც “ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.