თბილისში, ვეძისში, წყნეთის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი დაჭრეს. სამართალდამცველს ცეცხლსასროლი იარაღიდან გუშინ, გვიან ღამით, საკუთარ სახლთან ესროლეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.