ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ქალი, მიღებული დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა – შემთხვევა 11 ნოემბერს საგარეჯოში მოხდა.
მაშინ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ქალი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს. ის დღეს, 21 ნოემბერს გარდაიცვალა. სასტიკად მოკლული ქალი, ციკო სულიკაშვილია.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მამაკაცმა ქალს სახლში მიაკითხა, მოტყუებით გაიყვანა, რის შემდეგაც სასტიკად გაუსწორდა და თავში ქვა ჩაარტყა.
გარდაცვლილს 2 შვილი დარჩა.
ცნობისთვის, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის შემთხვევაში უნდა დარეკოთ 112-ზე. ასევე, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 112-ის მობილური აპლიკაცია და მიმოწერით, ზარით ან SOS ღილაკით დაუკავშირდეთ ოპერატორს. შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზეც – 116 006. კონსულტაცია იურიდიულ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სამედიცინო საკითხებზე უფასოა და დაცულია ანონიმურობა.