ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ჟურნალისტ გურამ როგავასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მე ტირილმა დამისია სახე, გურამს – სპეცრაზმმა. მოვედი და საქართველოს დროშა მოვუტანე ამ ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეს. ომახიანად არის“, – წერს ვიკა ბუკია.
„ფორმულას“ ჟურნალისტს, გურამ როგავას, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმელი გაუსწორდა სახის ძვლებისა და კისრის მე-7 მალის რკალის მოტეხილობა აქვს. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.