ევროპა ლიგაზე გამართული მატჩი ყარაბახსა და ლიონს შორის, სტუმართა მარტივი გამარჯვებით 1:4 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჟორჟ მიქაუტაძე იყო, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და დუბლი გაიფორმა.
ქართველი თავდამსხმელის კარგი თამაში უცხოურ გამოცემებს არ გამორჩენიათ და რამდენიმე საქებარი სიტყვაც მიუძღვნეს.
“ფორვარდი, რომელმაც ყველაფერი მარტივად და მშვიდად გააკეთა. მისი ოსტატობით, რეალური სახე დავინახეთ და დუბლის გარდა, ის ცენტრიდან კარგი პასებით გამოირჩა”, – L’Équipe
“ლიონმა აზერბაიჯანში ფესტივალი მოაწყო, რაშიც დიდი წვლილი მიქაუტაძემ შეიტანა”, – RMCSport
“მიქაუტაძემ გუნდის კაპიტანი და ლიდერი შეცვალა, ძირითადში ითამაშა და იმედები გაამართლა”, – Lefigaro
“მიქაუტაძე ამ მატჩში გაერთო. მას ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა და დუბლის გარდა, ლიონის ბოლო გოლში მიიღო მონაწილეობა“, – Eurosport.fr