“მწვანე სკოლა” სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო მიიღეს, რათა დაცული იყოს მოქალაქის ფუნდამენტური პრინციპი – ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება.
“ქვეყანაში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლა ერთგული რჩება საქართველოს კონსტიტუციის და უერთდება არსებულ წინააღმდეგობის მოძრაობას.
ვთვლით, რომ ქვეყნის პროგრესისთვის განათლების ევროპული გზა და ღირებულებები შეუცვლელია.
მხარს ვუჭერთ თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ცხადად აფიქსირებს საკუთარ აზრს ქვეყნის ნათელი მომავლისთვის ბრძოლის გზაზე.
შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ სასწავლო პროცესი, რათა დავიცვათ მოქალაქის ფუნდამენტური პრინციპი – ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება”, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, “მწვანე სკოლას” ოთხი კამპუსი აქვს თბილისში. განცხადებები დიდი დიღმის და საბურთალოს კამპუსების ფეისბუქ-გვერდებზე გამოქვეყნდა.