ამ სიმჭიდროვეში ახლო მანძილიდან ამ მაშხალის მოხვედრამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოუტანოს თავად პროტესტის მინაწილეებს, ან/და გააჩინოს ხანძრის ძლიერი კერები – ადვოკატი ელზა ჯმუხაძე საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების საფრთხეებზე წერს და ხელისუფლებას მისი შესყიდვისკენ მოუწოდებს.
პიროტექნიკის გამოყენების ბოლოდროინდელი მაგალითები სერიოზულად მაფიქრებინებს, რომ ეს ტექნიკა ამგვარ არეულ სიტუაციაში არის საშიში!
გარდა იმისა, რომ არასწორად გამოყენებამ, ასევე, ამ სიმჭიდროვეში ახლო მანძილიდან ამ მაშხალის მოხვედრამ შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი მოუტანოს თავად პროტესტის მინაწილეებს, ან/და გააჩინოს ხანძრის ძლიერი კერები.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, ვიდრე ამ ფეთქებადსაშიშ ნივთიერებაზე გვექნება მკაცრი რეგულაცია, სასწრაფოდ დაიაროს და:
1. სრულად შეისყიდოს კერძო ბიზნესისგან შემოტანილი ყოველგვარი მაშხალა და ფეთქებადი ნივთიერება , აზიდოს ის ახალი წლის ღამეს მთაწმინდაზე, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში, დაბებში, სოფლებში და თავად, ორგანიზებულად და უსაფრთხოების წესების დაცვით მოაწყოს
დიდი ფოიერვერკები ისე, როგორც ამას არაერთ ქვეყანაში აკეთებს მთავრობა, სადაც კერძო პირი პიროტექნიკას , უბრალოდ, ვერც კი შეიძენს!
2. აკრძალოს ამ მაშხალებისა და ყოველგვარი პიროტექნიკის ქვეყანაში შემოტანა!
3. კანონით დაარეგულიროს ეს საკითხი! – წერს ელზა ჯმუხაძე.