შემოსავლების სამსახურმა ლილოს ბაზრობაზე ის მაღაზიები და საწყობები დალუქა, სადაც საახალწლო პიროტექნიკა იყიდებოდა. ადგილზე მომუშავეები ყვებიან, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ლილოს ბაზრობაზე გვიან ღამით მივიდნენ და დიდწილად მაღაზიები ისე დალუქეს, რომ მეპატრონეებმაც არაფერი იცოდნენ.
დილას რომ მოვედი , უკვე დაკეტილი იყო ყველაფერი, – ამბობს ერთ-ერთი გამყიდველი.
თვითონ რომ სცემენ, ეგ არა უშავს. თვითონ არ მოეწონათ, რაც მოხდა. ახლა უკვე თვითნაც იგემონ, – ამბობს კიდევ ერთი გამყიდველი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში აქციებზე მომიტინგეები სპეცრაზმის წინააღმდეგ ფერად ბოლს და ფოიერვერკებს იყენებს, რათა სპეცრაზმისგან როგორმე თავი დაიცვან.