15 წლის მოზარდი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. გოგოს ბათუმისა და ქუთაისის კლინიკებში მკურნალობდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ინფორმაცია ოჯახის ახლობელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა:
“ანანო, ეს არის წამი, როცა სიტყვები უძლურია და ცრემლები მახრჩობს.
15 წლის ასაკში ანგელოზივით გაგვიფრინდი საკუთარ დაბადების დღეზე.
უფალს ებარებოდეს შენი უმანკო სული“, – წერს ოჯახის ახლობელი.