“მე მინდა მადლობა გითხრათ. თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ სახლებში ისხდეთ და იყოთ ჩუმად, ამის უფლება არ გაქვთ, გაიგეთ?
ამის უფლება არ აქვს საქართველოში დღეს არც ერთ ქართველს და მე მსიამოვნებს და მიხარია, რომ ჩვენი სტუდენტობა, ჩვენი ახალგაზრდობა არის აქტიური და იზიარებს როგორც ამ ქვეყნის ბედის თანაზიარი იმ მდგომარეობას, რაც დღეს ქვეყანაშია ბავშვებო, დღეს გულგრილობა დანაშაულია”, – ამბობს ზურაბ ხონელიძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღეა საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ყველაფერი 28 ნოემბერს დაიწყო, როცა პრემიერმა გამოაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.