სამართალდამცველებს „დროას“ ოფისიდან საპროტესტო აქციებზე გამოსაყენებელი სხვადასხვა ნივთი გააქვთ.
პარტიის ოფისში ჩხრეკის დროს, პოლიციამ დიდი ოდენობით პიროტექნიკა, ლაზერები და სხვადასხვა ნივთი აღმოაჩინეს.
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ „დროას“ ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ განაცხადა: „დიახ, ვარ ორგანიზატორი, აქციისთვის ნამდვილად გვაქვს ბევრი პარალონი, ფოიერვერკი, პლედი, „სნიკერსი“, კვერცხი, პოლიციას რომ ვესროლოთ, ყველაფერი, რაც საჭიროა პროტესტისთვის.
ცნობისთვის, ერთ-ერთი ორგანიზაციისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ოფისებში პოლიცია დღეს შევიდა.
ფოტოებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს