მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში, გარდაცვლილია 50 წლამდე მამაკაცი.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავში, აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.
ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
დაშავებული მიღებული დაზიანებების შედეგად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.