თბილისში, არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი დაჭრა. 16 წლის მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დანაშაული ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.
„კურიერი“ დაჭრილის დედას ესაუბრა, მშობელი კონკრეტულ დაჯგუფებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირი, რომელიც მის შვილს თავს დაესხა, დაჯგუფების წევრია. მისი თანმხლები პირები კი თავდასხმის მომენტში ნიღბებით იყვნენ.
როგორც მშობელი ამბობს, დანაშაულის ჩადენის დღესაც, ისინი ნიღბებით გადაადგილდებოდნენ.
დედის თქმით, დაახლოებით სამი წლის წინ, მის შვილსა და მოზარდს შორის მოხდა კონფლიქტი, თუმცა სკოლა შეიცვალეს და ერთი შეხედვით კონფლიქტი ამოწურული იყო, თუმცა შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მოზარდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 16 წლის პირის მოკვლას აპირებდა, თუმცა მან ეს პოსტი მალევე წაშალა.
„რაღაც დაჯგუფებაა “ნაცისტების”, სამი წლის წინ, შეხლა-შემოხლა მოხდა და სკოლაში მოაყენა ნიღბიანი ბიჭები, მერე თითქოს ჩაწყნარდა ყველაფერი, მაგრამ სულ ემუქრებოდა, ოღონდ დიდი ბიჭებით, მაგრამ როგორც ვხვდები ბიძამ ყველაფერი იცოდა. გიოს ვერ იტანდა. დაინახავენ ვიღაცას, თუ არ მოეწონათ, შეიძლება დანა გაუყარონ. ჩემს შვილთან რა უნდოდა, არ ვიცი, იმიტომ, რომ ეს ბავშვი გადავიდა ამ სკოლიდან. მერე, თურმე დაუწერინებიათ უნდა მოკლაო. როცა გაიგო, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია მოგვივიდა, უცებ აიღო სტატუსი“, – განაცხადა დაჭრილის დედამ.