ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ოკუპირებულ გალში მომხდარ ხანძარს. ცეცხლი სოფელ საბერიოში ჩოლარიების სახლში გაჩნდა. მეხანძრე მაშველებმა ბავშვების გადარჩენა ვერ მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ინფორმაციას აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი ავრცელებს.
აფხაზური ტელეგრამ არხების წინასწარი ინფორმაციით,, ბებია გაზქურის დანთებას ნავთის და ბენზინის ნარევით ცდილობდა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. ყველაზე პატარა დაღუპული 4 თვისაა.
შემთხვევის დროს მცირეწლოვნები ბებიასთან ერთად იმყოფებოდნენ. მაშველებმა მხოლოდ ბებიის გადარჩენა შეძლეს.