• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ოთხშაბათი, მაისი 18, 2022
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home სამართალი

ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდათ

2014/01/13
in სამართალი
1 0
1
SHARES
8
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

prokuraturaთავდაცვის ყოფილ მინისტრს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ბაჩო ახალაიასა და თბილისის N7 საპყრობილის ყოფილ დირექტორს მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდათ. 

როგორც მთავარ პროკურატურაში გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ახალაიას და ქარდავას ახალი ბრალი პატიმრების წამების ფაქტზე წარედგინათ.

“2014 წლის 12 იანვარს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქ.რუსთავის N1 დაწესებულებიდან პატიმართა მასობრივი გაქცევის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრების წამების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩანა ახალაია და ქ.თბილისის N7 საპყრობილის ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა. ეს უკანასკნელი ამჟამად იმყოფება მიმალვაში.
გამოძიებით დგინდება შემდეგი: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმარმა გია გორგაძემ დაწესებულების დირექტორს აცნობა, რომ ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო შეთავაზება ციხიდან გაქცევაზე და მზადყოფნა გამოთქვა ეთანამშრომლა ციხის ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე გ.გორგაძეს ციხეში უშუალოდ შეხვდა ბაჩანა ახალაია და შეუთანხმდა, რომ ციხიდან შესაძლო გაქცევის მომზადების აღკვეთაში მას დაეხმარებოდა გია გორგაძის ძმა შოთა გორგაძე. ბ.ახალაიას დავალებით გ.გორგაძემ ციხიდან დაურეკა თავის ძმას, რომელიც მეგობრებთან რომან სურმანიძესთან და მარად ართმელიძესთან ერთად, იმყოფებოდა წალკაში ნათესავის ნათლობაში. ძმის თხოვნით შოთა გორგაძე თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, მისი მაშინდელი დირექტორის დათა ახალაიას ხელმძღვანელობით დაიგეგმა და ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ქ.თბილისში, “ნავთლუღის” ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო გარემოებებში ლიკვიდირებული იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულების პატიმრის გია გორგაძის ძმა – 1988 წელს დაბადებული შოთა (მურად) გორგაძე და მისი მეგობრები: 1985 წელს დაბადებული რომან სურმანიძე და 1983 წელს დაბადებული მარად ართმელაძე, რომლებიც თითქოსდა პატიმართა მასობრივი გაქცევის მიზნით, გეგმავდნენ ქ.რუსთავის N1 საერთო რეჟიმის დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას. სპეცოპერაციის შემდგომ გ.გორგაძეს მის მობილურ ტელეფონზე ციხეში დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ძმა მათ მიერ იყო მოკლული და მიდიოდნენ ციხეში, რომ გ.გორგაძისთვისაც მიეხედათ.

სპეცოპერაციის დასრულებისთანავე, სპეცრაზმის თანამშრომლების თანხლებით ბაჩანა ახალია და მეგის ქარდავა მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში, სადაც ბ.ახალაიას ბრძანებით, პატიმრები – გია გორგაძე, დავით ლექვთაძე, ვალერიან პაპავა, მიხეილ მანდარია, მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი ეზოში გაიყვანეს. ბ.ახალაიამ და მ.ქარდავამ N1 დაწესებულების ეზოში გაყვანისთანავე დაიწყეს მითითებული პატიმრების უმოწყალოდ ცემა, ასევე მათი მითითებით პატიმრებს ცემა დაუწყეს სპეცრაზმის თანამშრომლებმაც. ძირს დაყრილი პატიმრების ცემისას იყენებდნენ ხელკეტებს, ურტყამდნენ მათ ხელთ არსებულ ავტომატის კონდახებს. ცემისას პატიმრებს თხოვდნენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას და ხაზს უსვავდნენ, რომ მათი ცემა ხდებოდა დასჯის მიზნით. მათ მიერ ნაცემი თითოეული პატიმარი გაატარეს სპეცრაზმელების მიერ გაკეთებულ ე.წ. “კორიდორში”, სადაც გაგრძელდა მათი უმოწყალო ცემა როგორც ხელ-ფეხით, ისე ხელკეტებით.

დაწესებულების ეზოში ხსენებული პატიმრების ცემის შემდეგ, მათ ბ.ახალაიას მითითებით გაახდევინეს ტანსაცმელი და უბრძანეს ასულიყვნენ საბადრაგო ავტომანქანაში. ექვსივე პატიმარი ავტომანქანით გაიყვანეს დაწესებულების ტერიტორიის გარეთ. დაწესებულებიდან გაყვანისთანავე გააჩერეს ავტომანქანა და გაშიშვლებული პატიმრებს კვლავ უბრძანეს მანქანიდან ძირს ჩასვლა. ასეთ მდგომარეობაში ისინი ბ.ახალაიას მითითებით დააყენეს ჯერ N1 დაწესებულების კედელთან, ხოლო შემდეგ კი დააწვინეს მიწაზე თოვლში და ტალახში. მათ თავზე ადგნენ შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბ.ახალაიას ბრძანებით აგრძელებდნენ მათ ცემას. აღნიშნულის შემდეგ, ყოველგვარი იურიდილი საფუძვლების გარეშე ბ.ახალაიამ უკანონოდ გასცა განკარგულება პატიმრების გ.გორგაძის, დ.ლექვთაძის, ვ.პაპავას, მ.მანდარიას, მ.ბეჭვაიას და ბ.მესხის ს.ა.დ.-ის #1 დაწესებულებასთან შედარებით უფრო მკაცრი რეჟიმის – N7 დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ იქნა მოყვანილი სისრულეში. 

ს.ა.დ.-ის N7 დაწესებულებაში შეყვანისას პატიმრებს, სპეცრაზმის წევრებთან ერთად, კვლავ დახვდნენ ბაჩანა ახალაია და მეგის ქარდავა. მითითებულმა პირებმა სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად დაწესებულების დერეფანშივე გააგრძელეს ექვსივე პატიმრის უმოწყალოდ ცემა ხელკეტების გამოყენებით და კვლავ თხოვნდენ ციხიდან გაქცევის მომზადების აღიარებას, რის შემდეგაც გ.გორგაძე, ვ.პაპავა, მ.მანდარია, მ.ბეჭვაია, ბ.მესხი და დ. ლექვთაძე შეასახლეს საკნებში. პატიმრების წამება გაგრძელდა აღნიშნულის შემდეგაც, ისინი სათითაოდ გაყავდათ საკნიდან ცალკე ოთახში, სადაც თითოეული მათგანისგან წამების შედეგად მოითხოვდნენ აღიარებითი ჩვენების მიღებას ციხიდან გაქცევის მომზადების შესახებ. ხსენებული პატიმრების წამება საერთო ჯამში გაგრძელდა რამდენიმე საათის განმავლობაში, რის შემდეგაც, მიუხედავად მიღებული სხეულის დაზიანებებისა, ყველა პატიმარი ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის გარეშე შეასახლეს საკნებში.

გამოძიება აგრძელებს მუშაობას ქ.თბილისში “ნავთლუღის” ავტოსადგურის ტერიტორიაზე, 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის გარემოებების დასადგენად, რასაც შედეგად მოჰყვა სამი ახალგაზრდის ლიკვიდაცია”, – აცხადებენ პროკურატურაში.

ოფიციალური ცნობით, ბრალდებულების ახალაიას და ქარდავას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მეორე ნაწილით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით.

13.01.14

fb-share-icon
Tweet
ShareTweetShare

მსგავსი სტატიები

ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წელით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა
ახალი ამბები

ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წელით და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

2022/05/16
ვაზისუბანში შვილმა მძინარე დედ-მამა დახოცა და კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინა
ახალი ამბები

ვაზისუბანში შვილმა მძინარე დედ-მამა დახოცა და კვალის დაფარვის მიზნით სახლში ხანძარი გააჩინა

2022/04/28
რუსთავში 35 წლამდე ქალი გაიტაცეს და ჯგუფურად გააუპატიურეს –  დაკავებულია 4 ადამიანი 
ახალი ამბები

რუსთავში 35 წლამდე ქალი გაიტაცეს და ჯგუფურად გააუპატიურეს – დაკავებულია 4 ადამიანი 

2022/04/09
Next Post
ომბუდსმენის აპარატი უსახლკაროთა თავშესაფრების მონიტორინგს იწყებს

ომბუდსმენის აპარატი უსახლკაროთა თავშესაფრების მონიტორინგს იწყებს

პოლიტიკური სიმეტრიის კანონი, ანუ რატომ გავს კო(ჰ)აბიტაციური ეკონომიკის 10 თვე   პოსტშევარდნაძისეულ 12–ს

პოლიტიკური სიმეტრიის კანონი, ანუ რატომ გავს კო(ჰ)აბიტაციური ეკონომიკის 10 თვე პოსტშევარდნაძისეულ 12–ს

სამხედრო ტერმინთა ელექტრონულ ლექსიკონზე მუშაობას იწყება

სამხედრო ტერმინთა ელექტრონულ ლექსიკონზე მუშაობას იწყება

Discussion about this post

ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ
ახალი ამბები

რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ

2022/05/18
0

ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე წუთის წინ რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. სავარაუდოდ, MI 8 ტიპის ვერტმფრენი, ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის კამერა...

სრულად
ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა – გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 

ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა – გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 

2022/05/18
“ბირთვული ომი დაუშვებელია, რადგან ჩვენი დედამიწა შესაძლოა ორბიტას მოწყდეს და სად გავფრინდებით არავინ იცის” – ლუკაშენკო 

რუსეთი ნატოს მარტო არ უნდა ებრძოლოს – ლუკაშენკო  

2022/05/18
„დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის,“ – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე 

„დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის,“ – ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე 

2022/05/17
არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე

არც გერმანიისა და არც საფრანგეთის აღარ მჯერა, ამ ორმა ქვეყანამ მოგვისროლა ომის ხახაში – გიორგი მიქანაძე

2022/05/17
მეუფე შიო – ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან 

მეუფე შიო – ქორწინება არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება ადამიანისა, რითაც ჩვენ განვსხვავდებით პირუტყვებისგან 

2022/05/17
„მეთამაშეს“ მიზანია პოზიტიური განწყობა და პატარების გაბედნიერება“

„მეთამაშეს“ მიზანია პოზიტიური განწყობა და პატარების გაბედნიერება“

2022/05/17

საინტერესო

პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა 

17 წლის ახალგაზრდა დაიღუპა – დონბასში რუსეთის შეჭრას სამოქალაქო მოსახლეობაში პირველი მსხვერპლი მოჰყვა 

3 თვის ago
პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილება ეზღუდება

ანა ნაცვლიშვილი: “სანამ არ შეიცვლება მთავარი პროკურორის შერჩევის მანკიერი სისტემა, ამ პროცესს ფართო საზოგადოებრივი ნდობა ვერ ექნება”

4 წელი ago
“რამდენჯერ უნდა “აგვაგდონ” რუსულმა სპეცსამსახურებმა ამ ხრიკებით”

“მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება”

5 წელი ago
ქართველი დიზაინერის „სმაკის“ მაღაზია ბერლინში გაიხსნება

ქართველი დიზაინერის „სმაკის“ მაღაზია ბერლინში გაიხსნება

4 წელი ago

კალენდარი

მაისი 2022
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« აპრ    

სიახლეები

  • რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, საოკუპაციო ხაზთან კი ახალ მავთულხლართებს ავლებენ 2022/05/18
  • ჩემი მარტოპაპა გარდაიცვალა – გიორგი სუხიტაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს  2022/05/18
  • რუსეთი ნატოს მარტო არ უნდა ებრძოლოს – ლუკაშენკო   2022/05/18

კატეგორიები

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In