პირველი ინტერვიუ რიყის პარკის ტერიტორიაზე გარდაცვლილი მოზარდის დედასთან – სკოლის მოსწავლის ოჯახი კახა კალაძეს მიმართავს და საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
“ჩემი ბიჭი ჩემი დიდი ფრთა იყო. ძალიან მძიმე (პირობებში) გავზარდე – ქირიდან ქირამდე. ამბობდა, ეს არის ცხოვრება? – ჩემი ოთახი არ მაქვს…
პატარები (გარდაცვლილის მეგობრები) დაიბნნენ და ვერაფერი უშველეს. ყვიროდა, დამეხმარეთო.
დოქებთან (რიყის დოქებთან) 3 მ-მდე წყალი იყო დამდგარი. ბავშვები მიყვებიან, რომ ჩავარდაო. თვითონაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან – ფსიქოლოგებთან დაჰყავთ, მის თვალწინ, (ერთ-ერთი მეგობრის) ბავშვობის მეგობარი დაიღუპა.
მეც დაბნეული ვარ, ძალა არ მაქვს, ძალიან მეცოდება ჩემი ბიჭი, არ ვიცი, ვის უნდა დავაბრალო. აი, ვის უნდა ვუთხრა – გამგეობა, მერია, ვინ არის პასუხისმგებელი – ჩვენი ქალაქის მერი, იმედი მაქვს, კახა კალაძე ამ სიტუაციას ყურადღებას მიაქცევს. ამ ქალაქში შიშით ვარ”, – აცხადებს გარდაცვლილის დედა.
რიყის პარკის ტერიტორიაზე 16 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა შაბათს მოხდა.