რუსეთის ფედერაციის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი (1990-1996 წლები) ანდრეი კოზირევი ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოზე, კერძოდ, აფხაზეთის ომზე საუბრობს.მან გაიხსენა ის პერიოდი, თუ როგორ წარმოიშვა კონფლიქტი.
- ის იხსენებს სიტუაციას, როდესაც ომის წინ აფხაზეთში ჩაფრინდა, რათა სიტუაციას ადგილზე გასცნობოდა.
“მათთან ურთიერთობის შემდეგ კი მქონდა ზუსტი წარმოდგენა, რომ როცა დაიწყო დამოუკიდებელი რესპუბლიკების ფორმირება და ამაში დიდი როლი ბალტიისპირეთმა ითამაშა, შემდეგ ყველამ თქვა, მოიცადეთ, ჩვენ სუვერენული სახელმწიფოები ვართ, ამის საპირისპიროდ კი ცეკასა და კა-გე-ბე-ში გაჩნდა იდეა, უნდა “გავაღვიძოთ” ავტონომიური რესპუბლიკები, რათა ისინი ფაქტის წინაშე დავაყენოთ…
ამის განსაკუთრებული მაგალითი კი საქართველოა. თქვენ გინდათ საბჭოთა კავშირიდან გასვლა? – მაშინ თქვენ აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” გამოგეყოფათ.
ეს ხელოვნურად შექმნილი იყო. მაშინ პაველ გრაჩოვთან (მაშინდელი თავდაცვის მინისტრი) ერთად შევხვდით არძინბას, რომელიც ამ სეპარატისტული მოძრაობის პირველი ხელმძღვანელი იყო.
ის შეიძლება ეთნიკურად აფხაზი იყო, მაგრამ მოსკოველი ბიჭი გახლდათ. მოსკოვში ცხოვრობდა და ცხოვრების უდიდესი ნაწილი აქ გაატარა. ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდით, მოსკოვური აქცენტით. ის ევგენი პრიმაკოვთან, მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც უმცროსი მეცნიერი-მუშაკი იყო. რომელი რევოლუციონერი ის გახლდათ?! რომელი თავისუფლებისთვის მებრძოლი ის იყო?! ეს იყო სისულელე. არძინბა ღიად ამბობდა, მე თქვენ დამიძახეთო...წაიკითხეთ ვრცლად