“დავიღალე პატარა ბიჭებისთვის შანსის მიცემით”, – ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში, ისლამ მახაჩევი ილია თოფურიასთანდაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს.
-
ცნობისთვის, ილია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია და გამოთქვამს სურვილს, რომ მსუბუქ წონაში გადავიდეს, ისლამ მახაჩევთან გამართოს ბრძოლა და მსუბუქი წონის ჩემპიონიც გახდეს.
აღსანიშნავია, რომ მახაჩევის მწვრთნელი და მეგობარი, ხაბიბ ნურმაგომედოვი მიიჩნევს, რომ თუ ეს ბრძოლა შედგება, უსამართლობა იქნება.
“მე არ ვაპირებ მასთან ბრძოლას ახლა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს თავის წონაში. ჯერ კიდევ არიან მის წონაში მებრძოლები, რომლებიც უნდა დაამარცხოს. ჯერ დაიმსახუროს, შემდეგ კი ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ”, – ამბობს ისლამ მახაჩევი Match TV-სთან.
ცნობისთვის, ილია თოფურიამ UFC-ის ჩემპიონის ტიტული მას შემდეგ მოიპოვა, რაც ლეგენდარული ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა, შემდეგ კი ჩემპიონის ქამარი დაიცვა და კიდევ ერთი მებრძოლი, მაქს ჰოლუეი დაანოკაუტა.