საქართველოს მთავრობის კანცელარია მთავრობის ადმინისტრაციად გარდაიქმნება. როგორც “თბილისი თაიმსს” მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სტრატეგიული მიმართულების სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებები განხორციელდება.
“კანცელარიის რეორგანიზაცია ღია და საჯარო მმართველობის ევროპულ მოდელს დაეფუძნება. ადმინისტრაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან; ჩამოყალიბდება და კიდევ უფრო გაძლიერდება პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭოები. ადმინისტრაცია ორიენტირებული იქნება სამთავრობო სტრუქტურებს შორის კოორდინაციასა და ეფექტურ მონიტორინგზე”, – განმარტავენ მთავრობის კანცელარიაში.
კანცელარიის რეფორმირება ერთის მხრივ, გამოწვეულია საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლითაც პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
“მეორეს მხრივ კი, სტრუქტრულ რეორგანიზაციას თან ახლავს მეტი ეფექტურობის მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, კანცელარიის რეორგანიზაცია მართვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების დანერგვაზე იქნება ორიენტირებული. საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრიორიტეტად რჩება ეფექტური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის დამკვიდრება. აღნიშნული ცვლილები პასუხობს საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარ ამოცანებს, რომელთა განხორციელებასაც პრემიერ-მინისიტრი ადმინისტრაციასთან და მთავრობასთან ერთად გეგმავს”, – აცხადებენ მთავრობის კანცელარიაში.
კანცელარია ახალი სტრუქტურის პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გამართავს.
14.01.14