ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ესტონეთი საქართველოს 55 მოქალაქეს, მათ შორის, პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციელებს, დეპუტატებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. განკარგულება ძალაში დღეს, 3 მარტს შევიდა.
სანქცირებულებს შორის არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული და ბექა ოდიშარია