ირკვევა მძღოლის ვინაობა, რომელიც, დღეს, მეტეხის ხიდთან ავტომობილით მდინარეში ჩავარდა. დაღუპული გიგი ზარანდიაა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ხობელია, მას ოჯახი ერთი წლის შექმნილი ჰქონდა.
შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. მტკვარში სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. მყვინთავებმა მდინარეში ჩავარდნილი ავტომობილი 17 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: პრაიმტაიმი