ავტომობილების სკანდალში კიდევ ერთი უწყება ეხვევა. ამჯერად განმარტებების გაკეთება ნავთობისა და გაზის კორპორაციას უწევს. მედიის ყურადღების ცენტრში კორპორაციის მიერ შეძენილი “ტოიოტას” მარკის ძვირადღირებული მანქანები მოექცა. მათ შორის, მარტო ორი ავტომობილის ფასი ჯამში 200 000 ლარს აღემატება.
ნავთობისა და გაზის კორპორაცია სააქციო საზოგადოებაა, რომლის აქციებს მთლიანად სახელმწიფო ფლობს.
ხარჯთაღრიცხვის გამოქვეყნებისა და განმარტებების მიუხედავად, მესამე სექტორი საბიუჯეტო თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.
სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი – რისთვის დასჭირდა კორპორაციას ძვირადღირებული მანქანები.
14.01.14