შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დღეს მიუსაფართა თავშესაფართან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც “თბილისი თაიმსს” უწყებიდან აცნობეს, შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი, მინისტრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
“შეხვედრის მიზანია დროებითი თავშესაფრების მართვის წესდების წარმოდგენა არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორისთვის”, – აცხადებენ უწყებაში.
შეხვედრა სამინისტროში 14:00 საათზე დაიწყება.
14.01.14