სამტრედიაში, ხიდიდან მოტოციკლი გადავარდა. 32 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.