თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლული 21 წლის გიორგი ახალაიაა, მას ყელი გამოჭრეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ადამიანის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.